10:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 18:51:47, 1472 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამსაქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისოორგანიზაციების წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტისარჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.  

ანგარიში საქართველოს საარჩევნოადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდეგანხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრასაარჩევნო პროცესის ორგანიზების,  საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირებისკამპანიის, საარჩევნო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიურისაარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის,ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობების გაზრდის და სხვამნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

პრეზიდენტის არჩევნებამდე 5 დღით ადრე ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის,  რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების და აკრედიტებული მედია ორგანიზაციების თაობაზე. „ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვინაიდან ყველა შეკითხვა რომელიც დაისვადა ინფორმაცია, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, ძალიან პოზიტიურად იქნააღქმული. ამავდროულად ჩვენ არასდროს ვივიწყებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გვაქვს და ცხადია საერთაშორისოსაზოგადოების მხარდაჭერა არჩევნების დღისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნისსაარჩევნო პროცესში“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics