19:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 18:08:25, 1104 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურთს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტოფერ კავოლის უმასპინძლა.

ლევან იზორიამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული როლი ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკულ მხარეს თავდაცვის სფეროში გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP) გამახვილდა, რომლის ფარგლებშიც ერთი ქართული ქვედანაყოფი უკვე გადამზადდა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამა (GDRP) აშშ-ის ევროპის სარდლობის მხარდაჭერითა და ჩართულობით ხორციელდება. 

საუბრის ერთ-ერთი თემა ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების კუთით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის უწყებათშორისი თანამშრომლობა და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები იყო.

ლევან იზორიამ და გენერალ-ლეიტენანტმა კრისტოფერ კავოლიმ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებაზეც ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა ამ კუთხით აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. მხარეებმა საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) შესაძლებლობების განვითარებაზეც იმსჯელეს. 

ამერიკელმა გენერალმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი გაიხსენა.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics