|
2018-10-23 16:53:07, 1933 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: „ექსონმობილი“ საქართველოში ნავთობის პოტენციალით დაინტერესდა
„საქართველოს სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიებზე ნავთობის პოტენციალის შესწავლასთან დაკავშირებით, „ექსონმობილი“ იღებს 200 დღეს, რომ პირველი შედეგები მოგვაწოდოს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიის, „ექსონმობილის" წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიასა და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. „მარტო ის ფაქტი, რომ ისეთი დიდი კომპანია, მსოფლიო ლიდერი, როგორიც „ექსონმობილია," დაინტერესდა საქართველოში ნავთობის პოტენციალით, უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, გაზისა და ნავთობის რესურსები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენოთ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. „ექსონმობილთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასებას განახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების შესწავლის დასრულების შედეგად „ექსონმობილი" მოამზადებს ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას, რომლებსაც სახელმწიფოს გადასცემს. ეს ანგარიში გამოყენებული იქნება შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის დაგროვებების ახალ აღმოჩენაა. „ექსონმობილი" ასევე განახორციელებს სააგენტოს თანამშრომლების გადამზადებას მონაცემთა ბაზით სარგებლობასა და სტრატიგრაფიულ ანალიზში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)