2018-10-23 13:53:47, 1219 ნახვა
საზოგადოება
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 24 ოქტომბერს კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 24 ოქტომბერს კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია საზოგადოებას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 24 ოქტომბერს კუს ტბის საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ კომპანიის ცხელ ხაზს 293 44 44. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,