19:06 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 16:34:43, 2146 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. აგრეთვე, განიხილეს ტოივო კლაარის უახლოესი ვიზიტები ოკუპირებულ რეგიონებში. 

შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესში,  განსაკუთრებით კი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფაში. 

ხაზგასმით აღინიშნა სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი და  ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა.

ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებსა და მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.

აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics