02:04 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 13:02:00, 1924 ნახვა

საზოგადოება
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ქონებას ყადაღა მოეხსნა

სახელმწიფოსა და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის საგადასახადო დავა შეწყდა, IBSU-ს ქონებას ყადაღა მოეხსნა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი.

შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია.

როგორც შემოსავლების სამსახურის იურისტმა, ნინო სუხაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტმა 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა.

„შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესი აღარ არსებობს. შესაბამისად, მივიღეთ სარჩელის გამოთხოვის გადაწყვეტილება. ეს არ გულისხმობს საბოლოოდ „საპროცესო კოდექსის“ თანახმად სარჩელზე უარის თქმას. დღეის მოცემულობით გადამხდელის ბარათზე არსებული ზედმეტობის გათვალისწინებით მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა  ნინო სუხაშვილმა.

ამასთან იურისტმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ეტაპზე სარჩელის გამოთხოვის გადაწყვეტილების მიუხედავად, მსგავსი დავის განმეორების შემთხვევაში, მათ რჩებათ იურიდიული უფლება, კვლავ მოხდეს დავის წარმოება.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი სტუდენტების მიღება 1 წლით შეუზღუდა. რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. 26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება, 735 ათას ლარი გადაიხადა. 15 ოქტომბერს კი განათლების ხარიხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებულმა სააპელაციო საბჭომ, IBSU საკითხი ავტორიზაციის საბჭოს განსახილველად ხელახლა დაუბრუნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics