22:32 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 10:37:49, 410 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია ვაზაგაშვილების საქმეებზე პასუხისმგებლობას სააკაშვილის ხელისუფლებას აკისრებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, შესაძლოა, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან კავშირში იყოს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება უკვე დასასრულს უახლოვდებოდა.

"ეს შემზარავი ფაქტი გარკვეულ ბმაში ალბათ არის მისი შვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან.  გამოძიება  დაჩქარების შემდეგ, პრაქტიკულად, უკვე იყო  მისული ფინალურ ეტაპზე.ეს ის საქმეებია, რომელთა ტრაგედია არის სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენი, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამ საქმეების გამოძიება ბოლომდე მიყვანილი იყოს",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარს  ამწუთებში ექსპერტიზა უტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics