05:37 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 20:45:24, 2803 ნახვა

ეკონომიკა
გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაგრძელდება

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების სატრენინგო პროგრამა გაგრძელდება.

შესაბამის განზრახვათა ერთობლივ დეკლარაციას ხელი გერმანიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ვიზიტისას მოეწერა.

„ქართველ მენეჯერთა  კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ განზრახვის ერთობლივი დეკლარაციას" ასევე ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაისმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია კერძო სექტორის შესაძლებლობების განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. აღნიშნული კურსი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამასთან, მოამზადებს მენეჯერებს, რომლებიც უფრო წარმატებით შეძლებენ ქართული პროდუქციის გატანას ევროკავშირის და მსოფლიო სხვა ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ მენეჯერთა გადამზადების პროგრამით ბოლო სამი წლის განმავლობაში  56-მა მენეჯერმა გაიარა აღნიშნული ტრენინგი.

დეკლარაციაზე ხელმოწერამდე გენადი არველაძისა და ტომას ბარაისს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და აქტუალური საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტისას მიღწეულ ეკონომიკური შინაარსის შეთანხმებებზე და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე. მათ შორის,  ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დელეგაცია ბიზნესმენთა წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად ეწვევა.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics