|
2018-10-19 16:38:54, 1692 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოში წელს რეკორდული რაოდენობის მოსავალი მივიღეთ“ - დავითაშვილმა 2018 წლის წარმატებული რთველის შედეგები შეაჯამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის რთველი შეაჯამა. მინისტრმა ჟურნალისტებს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გააცნო. დარგში წინსვლა სახეზეა - გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი დაგაფართოებული ღვინისძველი საწარმოები,ფუნქციონირებს აგროკრედიტისდააგროდაზღვევისსისტემა, გაზრდილიაღვინისექსპორტისმოცულობა, საექსპორტობაზრებიდივერსიფიცირებულია.სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ისსუბსიდიის ფორმით მხარდაჭერასაღარ საჭიროებს. „საქართველოში წელს რეკორდული რაოდენობის მოსავალიმივიღეთ; რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მოსახლეობამ 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ასევე რეკორდულია ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემები. 2018 წლის დასასრულისთვის, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლამდე ღვინის ექსპორტის განხორციელებას ველოდებით. ეს არისგარკვეული ეტაპის დასასრული ქართული ღვინის სექტორის განვითარებაში. 2019 წლიდან, მომავალი 5 წლისთვის ჩვენ გვაქვს ახალი მიზნები და ამ ახალი მიზნების მისაღწევად ყველა წინაპირობა უკვე შექმნილია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რთველი 2018 2013-2018 წლებში, მევენახეებმა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ჯამში, 950 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. დარგში არსებულმა პოზიტიურმა მაჩვენებლებმა შესაძლებლობა გააჩინა, რომ 2018 წლის რთველის პერიოდში ყურძენზე სუბსიდია აღარ გაცემულიყო. ყურძნის ფასის დადგენა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებზე მოხდა. 2018 წელს გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი - 230 ათასამდე ტონა, მევენახეების შემოსავლებმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა (2012 წელს გადამუშავდა 52 ათასი ტონა). მევენახეებისგან ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, 280-ზე მეტი კერძო კომპანია იყო ჩართული, რაც განაპირობებდა ყურძნის ჩაბარების შეუფერხებელ პროცესს. ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმატა ვენახების რაოდენობამ, რომ გაჩნდნენ ახალი მევენახეები და რომ სახელმწიფოს მიერ,ბოლო წლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სწორი პოლიტიკა და რეფორმები გატარდა. ღვინის საწარმოები დღეისათვის, ღვინის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულია 800-ზე მეტი ღვინის დიდი, საშუალო და მცირე საწარმო. 2012 წელს მათი რაოდენობა 50-მდეოყო. 2013 წლიდანდღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით,შეიქმნა 30 ახალისაწარმოდაგაფართოვდა 63. შეღავათიანიაგროკრედიტისფარგლებში, 2013 წლიდანდღემდე,მეღვინეობისა და სხვა ალკოჰოლური წარმოებისმიმართულებით,ძირითადისაშუალებებისთვისგაიცა 61 მილიონლარზემეტი, ხოლოსაბრუნავისაშუალებებისთვის- 263 მილიონ ლარზემეტი. 2017 წელს ექსპორტზე ღვინო 270-მა კომპანიამ გაიტანა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი, უკვე 260-მა კომპანიამ განახორციელა ექსპორტი. ექსპორტი 2017 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული - 53 ქვეყანაში 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ). 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ია(2012 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში 23 მლნ ბოთლი იყო ექსპორტირებული). მარკეტინგი ქართული ღვინო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში, იაპონიაში, აშშ-ში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და სხვა, წარმოდგენილი იყო 500-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციასა და ღონისძიებაზე. მოეწყო 100-ზე მეტი ღვინის ტური მედიისა და ღვინის პროფესიონალებისთვის. მეცნიერული კვლევა „საქართველო - ღვინის აკვანი“. 2017 წლის 13 ნოემბერს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Early „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ. კვლევა მიმდინარეობდა პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული მეცნიერული დასკვნა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა -სტატიები დაიბეჭდა ყველა წამყვან საინფორმაციო თუ მეცნიერულ გამოცემაში (TheNewYorkTimes, BBC, CNN, TheGuardian, NationalGeographic, Washingtonpost და ა.შ.) ვენახების კადასტრი 2014 წელს, ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამის - ვენახების კადასტრის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განხორციელდა, 2015 ყვარელში, 2016 თელავში, 2017 - ახმეტის და 2018 წელს - გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირება დაინერგა აღრიცხვის, რეგისტრაციისა და სერტიფიცირების ელექტრონული სისტემები. ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)