04:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 16:17:22, 475 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესმენებს საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით განხორციელებული ცვლილებები და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა  კი საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

ამასთან, საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების თაობაზე, რომელიც წელს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და რომელიც ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს ითვალისწინებს.

კერძოდ: ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირზე საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად  მიღებული შემოსავალი,  დაიბეგრება  საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა; 

ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტომანქანის  მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი  დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა;

არარეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი დაიბეგრება წყაროსთან 5 პროცენტით, ნაცვლად არსებული 10 პროცენტისა;

ყველა სახის ზედმეტად გადახდილი თანხა  დაბრუნდება მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში;

დღგ-ის გადამხდელებისათვის მარტივდება დროებითი შემოტანისა და უკუდაბეგვრის პროცედურები;

გადასახადის ვადაში გადაუხდელობისათვის არსებული საურავი 0.06 პროცენტისა, მცირდება 0.05 პროცენტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

მსუბუქდება ჯარიმა დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის. დღეს პირი ამ დარღვევისათვის დაჯარიმდება დასაბეგრი ოპერაციის 5 პროცენტით, ნაცვლად მოქმედი ნორმით დადგენილი სანქცია 15 პროცენტისა;

მცირდება, სანქცია გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის შემთხვეაზე,

საგადასახადო ორგანოს მიერ  ინვენტარიზაციის შედეგად, პირი დამატებით დაჯარიმდება,  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა;

აღურიცხველი საქონლის გამოვლენისათვის  სანქცია მცირდება ამ საქონლის ღირებულების 50 პროცენტამდე, ნაცვლად არსებული 100 პროცენტისა;

პირი, რომელმაც 2015 წლის 1 მაისამდე შემოიყვანა  სატრანსპორტო საშუალება, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების წარდგენას და გაფორმებას.

როგორც გიორგი თაბუაშვილმა აღნიშნა, შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, წლის დასაწყისიდან უკვე შედგა რამდენიმე შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, მათ შორის, ვაჭრობის და დისტრიბუციის, სასტუმრო და რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელის მიზანიც ბიზნესთან ერთად საგადასახადო ადმინისტრირებისა და დაბეგვრის პოლიტიკაში არსებული საკითხების განხილვა და ბიზნესის მხრიდან შენიშვნებისა და წინადადებების  მოსმენაა.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს ამ ფორმატში შეხვედრებს ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან.

„შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ინერგება მართვის ავტომატიზებული სისტემები, მათ შორის, ელექტრონული აუდიტი, რომლის საშუალებითაც გაიოლდება და უფრო ეფექტური იქნება საგადასახადო შემოწმებების ჩატარება.  ასევე შემოსავლების სამსახურის სისტემაში  იგეგმება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის გაფართოება, რომელიც ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხარისხის ზრდას, გადამხდელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას.  მიკრო და მცირე საწარმოების აღრიცხვიანობის ხელშეწყობის მიზნით, სამსახური გეგმავს ონლაინ საბუღალტრო სისტემის შექმნას. ბიზნესთან ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში ხდება პოზიციების შეჯერება და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი ხელისუფლება რჩება იმ იდეის მომხრე, რომ ბიზნესთან ურთიერთობა  უნდა იყოს ღია, გამჭირვალე, ურთიერთნდობაზე და პარტნიორობაზე დაფუძნებული.  ჩვენ გვესმის, რომ სწორედ ბიზნესი არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ამიტომ ყველანაირად ხელს ვუწყობთ მათ საქმიანობას“, - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.   

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა დეტალურად უპასუხეს ბიზნესმენების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics