18:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 21:26:50, 1418 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ცინიკური და არაადეკვატურია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე არ არის მზად, ერთობლივი მუშაობისთვის. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნა, რუსეთის უწყების ასეთი კომენტარი ცინიკური და არაადეკვატურია. 

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გამონათქვამები არის ცინიკური - მცდელობა იმისა, რომ გამართლება მოუძებნოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უკანონო დაკავებების, გატაცებების, ეთნიკური დისკრიმინაციის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. მესაზღვრეთა მხრიდან. მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის მორიგ დემონსტრირებას.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და   პრინციპებს, გაეროს ქარტიას, ჰელსინკის დასკვნით აქტს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სრულად უგულებელყოფს ადამიანის უნივერსალურ უფლებებს. რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, სულ უფრო მეტად მძიმდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული  მდგომარეობა. შედეგად მკვიდრი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და თავიანთ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შესაძლებლობას. საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები  ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვების აუცილებლობას.

სიტუაციის დეესკალაციის ერთადერთი წინაპირობაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის  მხრიდან უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და თავისი სამხედრო ფორმირებების საქართველოს ტერიტორიიდან სრულად გაყვანა", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics