05:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 17:58:40, 1166 ნახვა

კომენტარი
კახიშვილი - მირზა სუბელიანთან შეხვედრა არასდროს მქონია, არც ის უთქვამთ, რომ ციხის პირობებს აპროტესტებს

„არასდროს არ მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს, არც დაკავების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი ვიყავი და სრული უფლება მქონდა, შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, საპატიმრო დაწესებულებაში არც ერთი პატიმარი განსაკუთრებულ პირობებში არ იმყოფება.

„მე მოვუსმინე ჩანაწერებს და მე ისეთი დასკვნა გავაკეთე, რომ საუბარი იმაზეა, რომ მირზა სუბელიანი საპატიმრო პირობებით კმაყოფილი მაინცდამაინც არ იყო, შესაბამისად, ამას წინ უძღოდა საუბარი, თითქოს მე და მას შეხვედრა გვქონდა და მოვილაპარაკეთ. მგონი, ლოგიკას თუ გავყვებით, ეს ორი ნათქვამი წინადადება ერთმანეთს არ შეესაბამება. ერთი მხრივ, მოვილაპარაკეთ კარგ პირობებზე და მეორე მხრივ, არის ჩვეულებრივად ისეთ პირობებში, როგორშიც ყველა პატიმარია. მინდა გითხრათ, რომ დახურულ დაწესებულებებში არც ერთი პატიმარი არ იმყოფება განსაკუთრებულ პირობებში, ყველას აქვს ნორმალური, სტანდარტში ჩამჯდარი პირობები. მაგრამ  განსაკუთრებული პირობები არავის არ აქვს და ამაზე თავად მირზა სუბელიანმა ისაუბრა ამ ჩანაწერში“, - განაცხადა კახიშვილმა.

კახიშვილის განცხადებით, ის მირზა სუბელიანს არც დაკავებამდე 2 დღით ადრე და არც დაკავების შემდეგ არ შეხვედრია.

ამასთან, განმარტა, რომ ადვილი შესაშინებელი არ არის და  ჟურნალისტ ლალი მოროშკინას დახმარება არ სჭირდებოდა.

„რაც შეეხება 2013 წლის ეპიზოდს, მგონი ყველა მიცნობთ და იცით, რომ მაინცდამაინც მე მედიასთან კომუნიკაცია არ მაკლდა და თუ რამე მქონდა სათქმელი, ამის შესახებ მედიაში ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი და თავად რამდენიმე სტატიაც იყო მოყვანილი, სადაც ვსაუბრობდი და ვაკრიტიკებდი თუნდაც რაღაც გადაწყვეტილებებს იმდროინდელ პენიტენციურ სისტემაში. ასე, რომ მინდა, პირდაპირ გითხრათ, ერთი - არასდროს არ მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს, არც დაკავების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი ვიყავი და სრული უფლება მქონდა, შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მირზა სუბელიანს. მეორე მხრივ, არასდროს არ ყოფილა ჩემამდე მოტანილი ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი აპროტესტებს იმ პირობებს, რა პირობებშიც ის მე-8 დაწესებულებაში იყო განთავსებული, მესამე, მე მგონი, ვინც მიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ადვილი შესაშინებელი არ ვარ და აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა ყოველ დღე მქონდა წვდომა როგორც ბეჭდურ, ისე ტელემედიაზე, რაში მჭირდებოდა ლალი მოროშკინას დახმარება? - არალოგიკურია ეს“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics