00:56 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 16:35:21, 710 ნახვა

საზოგადოება
თბილისში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა

საქართველოსგარემოსდაცვისადასოფლისმეურნეობისსამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო სურსათის დღე აღნიშნეს. 

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელისიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მიმართა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

„ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ გაეროს სპეციალიზებულ ორგანიზაციებთან და მათთან ერთად ვახორციელებთ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიცჩვენს ქვეყანაში სასურსათოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ არის მიმართული. სურსათის უსაფრთხოების დაცვა ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებაადა ვფიქრობ, კოორდინირებული თანამშრომლობით სურსათის უსაფრთხოებისსაკითხებში მიღწეული შედეგი ეფექტიანი იქნება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს ეს დღე მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნა. 

ღონისძიებას ყოველწლიურად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და FAO მასპინძლობენ და ერთობლივი პროექტების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ერთი წლის შედეგებს აჯამებენ. წელს განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამების, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემების, ნადირობისა და ველური ბუნების მართვის პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზეგაკეთდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics