|
2018-10-18 15:57:08, 1371 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ საამიროების ელჩთან ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარება განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში ესსა აბდულა ალ ბაშა ალ ნუაიმს შეხვდა, რომელიც თავის მოვალეობას საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აგრეთვე სამომავლო პრიორიტეტებზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად, პოტენციალი ძალიან დიდია. ითქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს 2018 წლის 12 სექტემბერს საამიროების საელჩოს გახსნა საქართველოში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა ინტერესი, რომ დაიწყოს დისკუსიები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან, რომლის წევრიც არის არაბთა გაერთიანებული საამიროები. აღინიშნა, რომ მზარდი ვაჭრობის მიუხედავად, მსგავსი შეთანხმების არსებობა ყურის ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საამიროები ყურის ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოში ინვესტიციები განახორციელა და დღესაც ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად რჩება და საამიროებს დღემდე ჯამურად, 900 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რათა არაბთა გაერთიანებული საამიროებთან გაღრმავდეს თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. ითქვა, რომ საამიროები მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის და სასურველია, თანამშრომლობის გაღრმავება ამ სფეროში. ასევე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. საამიროების ორი ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით კვირაში 21 რეგულარული რეისი სრულდება.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)