|
2018-10-18 13:58:43, 695 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს
საქართველოს ბანკმა, როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა და მხარდამჭერმა,ახალგაზრდა ოლიმპიელების წარმატების შესახებ განაცხადა. საქართველოს დელეგაცია, ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან 6 მედლით დაბრუნდა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა მედლები დაიმსახურეს შემდეგ კატეგორიებში: გიორგი ჩხიკვაძე - ბერძნულ/რომალული ჭიდაობა, 60 კგ წონით კატეგორიაში - ოქრო; ილია სულამანიძე - ძიუდო, 100 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლი; არჩილ მალაყმაძე - ძალოსნობა, 69 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლი; გიორგი თოხაძე - ბერძნულ/რომაული ჭიდაობა, 51 კგ წონით კატეგორიაში - ვერცხლი; გიორგი გეგელაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ წონით კატეგორიაში - ვერცხლი. ნინო ხუციბერიძე - ტყვიის სროლა, 10 მ, პნევმატური პისტოლეტი - ბრინჯაო; ბუენის აირესის რიგით მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია წელს პირველად მონაწილეობდა. საქართველოს 15-მა წარმომადგენელმა, ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში პირველად მოიპოვეს და პირველივე ოლიმპიადაზე სამშობლოში მედლებით დაბრუნდნენ. საქართველოს ბანკის სახელით ვულოცავთ ახალგაზრდა ოლიმპიელებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას! ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს. საქართველოს ბანკი აგრძელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.
(NS)
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)