|
2018-10-18 12:59:58, 843 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია გაიხსნა
დღეს ბათუმში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის IOM-ის საინფორმაციო კამპანია გაიხსნა. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრნენ. შეხვედრაზე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მონაწილე უწყებების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ განიხილონ აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები, მიღწევები და გეგმები. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს მიგრაციის სააგენტოს კამპანია "უხილავნი ჩვენს შორის" ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის დღის აღსანიშნავად მოეწყო. კამპანია მხარდაჭერილია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ის ხორციელდება ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან ერთად, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით. კამპანია არის საჯარო არტ-ინსტალაცია, რომელიც წარმოადგენს ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალურ ისტორიებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)