|
2018-10-18 12:26:08, 571 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია იხსნება
ხვალ, სასტუმრო შერატონში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. ღონისძიების მთავარი თემაა „სოფლის ტურიზმი, როგორ ბიზნესი“. 150-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და დარგში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. სოფელი და სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო, ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად, სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში, ქართული სტუმართმასპინძლობა, როგორც ბიზნესი, სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება - ეს იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც კონფერენციაზე პრეზენტაციები, მოხსენებები და დისკუსიები გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე 31-მდე მოხსენება/პრეზეტაცია ჩატარდება, რომელთა უმრავლესობაც სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესს მიეძღვნება. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორედ ტარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)