|
2018-10-18 11:34:49, 1419 ნახვა
ეკონომიკა
სს „ქართული ლუდის კომპანია“ სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერია
„აიფიემ კვლევების“ მიერ გამოქვეყნებულ TOP-10-ში სს „ქართული ლუდის კომპანია“ ერთადერთი ქართული წარმოებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერია. „კომპანიის თითოეული თანამშრომელი გამოთქვამს მზადყოფნას სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ამასთან, შიდა კორპორაციული კულტურა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კომპანიის თვითოეულ თანამშრომელს გაცნობიერებული აქვს გუნდურად მუშაობის პრინციპის ყველა ნიუანსი და დადებითი მხარე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს კომპანიაში დასაქმებულთა თითქმის 70 % იძლებით გადაადგილებული პირია. რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი წარმოება თავად არის წარმატებული სოციალური პროექტი“, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე. აღსანიშნავია, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, ხშირად ხვდება „აიფიემ კვლევების“ მედია სტატისტიკის ფოკუსში, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ ბიზნესის მიმართ საზოგადოების დაკვეთაა სოციალური პასუხისმგებლობის აღება, ვინაიდან საზოგადოებრივი სარგებლის ეფექტი ნამდვილად ახასიათებს, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით ხორციელდება, მოგეხსენებათ, თუ რაოდენ კარგი რეკლამა და მარკეტინგული სვლაა სოციალური პასუხისმგებლობით შენიღბული აქტივობები, ბიზნეს კომპანიების საქმიანობისთვის. შესაბამისად, წლიდან წლამდე, ამ ტიპის ღონისძიებების, იდეების მედია გაშუქება, მეტად მოცულობითი ხდება”, - აცხადებენ „აიფიემში“. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 2018 წელი კომპანიების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ყველა სხვა წელზე აღმატებული იქნება. დღეის მონაცემებით კი „აიფიემ კვლევების“ მიერ გამოქვეყნებული TOP-10 ასე გამოიყურება:
(R)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)