05:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 22:41:09, 1381 ნახვა

კომენტარი
სავარაუდოდ მირზა სუბელიანი: მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია

„რუსთავი 2“ მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და დევნილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან დავით ცუხიშვილს ესაუბრება.

აუდიოფაილში სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი გაგზავნილი აქვს გერმანიაში, გეგმავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს. მისი თქმით, აქვს მიმოწერა თბილისის ყოფილ პროკურორთან, მიხეილ შაყულაშვილთან.

მირზა სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კომპრომატები გაასაჯაროოს.

მირზა სუბელიანი - "შენ მე შტერი გგონივარ? რომამ, ჩემი და გიოს ძმაკაცი ხომაა. ერთად გავიზარდეთ, ვასკას, რაც მოუვიდა, ის რომ არ ყოფილიყო, დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბო...ლი ვიყო, ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და ... მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. კარგი რა, ეგ შემეშლებოდა ახლა მე.

ვიქტორ ჯაფარიძე - შენი და შაყულაშვილი?

მირზა სუბელიანი - აბა, რა!

ვიქტორ ჯაფარიძე - ჩანაწერები?

მირზა სუბელიანი - ყველაფერი ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე...

ვიქტორ ჯაფარიძე - მიშათი?

მირზა სუბელიანი - აბა რა. მიშა რო

ვიქტორ ჯაფარიძე - მაგის დედა...

მირზა სუბელიანი - მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს.

ვიქტორ ჯაფარიძე - შოთაძე რომ ამბობდა, სუბელიანის საქმე გაიხსნებაო..

მირზა სუბელიანი - ბიჭო, ძმაო, არაფერი, ერთი წამი, მაცალე..."

 

ცნობისთვის, ჩანაწერებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics