|
2018-10-17 16:42:53, 1160 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ვეტერანთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
დღეს ვეტერანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ვეტერანები და დაღუპული ვეტერანების ოჯახის წევრები. თორნიკე რიჟვაძემ ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. ,,დღეს ვეტერანების საერთაშორისო დღეა. ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს დღევანდელ დღეს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. უდიდესია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე და რა თქმა უნდა, მათი ღვაწლი, მათი თავდადება უნდა იყოს შესაბამისად დაფასებული,"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. საქართველოში „ვეტერანის დღე" 2014 წლიდან ყოველი წლის 17 ოქტომბერს აღინიშნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)