04:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 13:58:48, 567 ნახვა

ეკონომიკა
ყაზბეგის რაიონში მძიმეწონიანი მანქანების პარკინგის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

 საქართველოს მთავრობა ყაზბეგის რაიონში მძიმეწონიანი მანქანების პარკინგის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

კერძოდ, თბილისი-ყაზბეგის ცენტრალურ ავტო მაგისტრალთან ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან 18 კილომეტრში დასახლება ფანშეტთან შერჩეულია 30,600 კვ.მ მოსწორებული მიწის ფართობი, რაც იძლევა თანამედროვე ავტოპარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საშუალებას და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლე პირთა კომფორტული დასვენების პირობებს.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ინვესტორი ვალდებული იქნება მოაწყოს მყარი საფარით დაცული არანაკლებ 200 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგი და განათავსოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ასევე დამონტაჟდება სკანირების და რიგის მარეგულირებელი აპარატურა, აქვე იქნება საბაჟო პროცედურებისთვის განკუთვნილი ოფისიც. დაინტერესებულმა პირებმა 20 ივნისამდე უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics