|
2018-10-17 13:17:22, 1279 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ჯავახაძემ სხვა ქვეყნების პოლიციის ატაშეებთან თანამშრომლობის და უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნინო ჯავახაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა სტუმრებს საზღვრის კონტროლის, რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებმა და საელჩოების წარმომადგენლებმა კი სამინისტროს თანამშრომლებს ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ეფექტიანი უვიზო მიმოსვლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს.
(NS)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)