|
2018-10-16 13:42:52, 1454 ნახვა
კომენტარი
ბესელია ჩანაწერებზე: თქვენ აკეთებთ ინტერპრეტაციას ისე, როგორც გვარამიას ესიზმრება - არ ვიცი რატომ მახსენა სუბელიანმა
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისთვის ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, რატომ ახსენა პროკურატურის ყოფილმა ჩინოსანმა მირზა სუბელიანმა "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში მისი სახელი. ბესელია არ გამორიცხავს, რომ მირზა სუბელიანს ეს დავალება ვინმესგან მიეღო. მანვე დასძინა, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. „რას ამბობს ჩემს ნაწილთან დაკავშირებით? რას ამბობს, რას? მე ვერ გავიგე, რას ახსენებს!.. მე არ ვიცი რას გულისხმობდა, ჩემთვის გაუგებარი კონტექსტია. არ ვიცნობ ამ ადამიანს, არ მინახავს ეკრანის გარდა. ვერ გავიგე საერთოდ რა არის, ვინმემ დაავალა და ამიტომ ახსენა, თქვენი სურვილი იყო და იმიტომ ახსენა, მან რატომ ახსენა არ ვიცი, ამიტომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თავად აძლევთ კონტექსტს და აკეთებთ ამის ინტერპრეტაციას, ისე როგორც გვარამიას ესიზმრება, მე სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე კონტექსტი, მაგრამ რომ არ დარჩეს ბუნდოვანი ამიტომაც ეს კითხვაც დაისვას, და საერთოდ, რასაც ამბობს ყველაფერი გაირკვეს,“-ამბობს ბესელია. ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში, სადაც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი ჩინოსანი მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, ეკა ბესელიაც ფიგურირებს. კერძოდ, სუბელიანი ეკა ბესელიას სახელს ე.წ. უდოს კომისიასთან მიმართებაში ახსენებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)