09:59 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 13:22:33, 1653 ნახვა

პოლიტიკა
„ბიძინას თოჯინა“ - ბესელიამ დაპირისპირების შემდეგ, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

ცხარე დებატები დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე მმართველი გუნდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სუბელიანს „ქართული ოცნების“ წევრები მძევლად ჰყავთ აყვანილი. 

კომიტეტის თავმჯდომარემ სალომე სამადაშვილს მოუწოდა, რომ რეგლამენტს დამორჩილებოდა:

„პროცედურა უნდა დავიცვათ. მძევლად თქვენც ვერ აგვიყვანეთ ხელისუფლებაში, რომ იყავით. ასეთ ფრაზებს თავი დავანებოთ და პროცედურას დავუბრუნდეთ“, - მიმართა ბესელიამ სამადაშვილს. 

მიუხედავად ამისა, დებატები დეპუტატებს შორის გაგრძელდა და სამადაშვილი სიტყვით გამოსვლის უფლებას ითხოვდა. ეკა ბესელიამ კოლეგას გაფრთხილება მისცა და ასე მიმართა:

„ქალბატონო სალომე, გაფრთხილებას გაძლევთ. იძულებული ვარ, შეგახსენებთ, რომ თქვენ წარმოადგენთ ძალას, რომელსაც მთელი საზოგადოება ჰყავდა მძევლად აყვანილი. თქვენი დრო დასრულდა. ვერ გიშველით სპექტაკლი ან მიბრძანდით ან გაჩუმდით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამის შემდეგ სალომე სამადაშვილმა ეკა ბესელიას „ბიძინას თოჯინა“ უწოდა და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პარლამენტში დაბარება მოითხოვა.

„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“, - განაცხადა სამადაშვილმა. პასუხად ბესელიამ მას „მიშას თოჯინა“ უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს დარბაზი დაატოვებინა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics