17:54 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 12:22:40, 1098 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის და ვერც სხვა ნარკოტიკის მწარმოებელი ქვეყანა

„საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის და ვერც სხვა ნარკოტიკის მწარმოებელი ქვეყანა. ეს იარლიყი არ შეიძლება მიეწეროს ჩვენს სამშობლოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალურია, თუმცა საქართველოში მარიხუანის წარმოებისა და ექსპორტის იდეა მისთვის მიუღებელია.

„ჩემთვის გაუგებარი იყო ის დებატები, რომელიც შეეხებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლების თაობაზე. საზოგადოებამ იცის, რომ ვარ ლოიალური ნარკომომხმარებლების მიმართ. არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია და არ მიმაჩნია, რომ ნარკომომხმარებლები უნდა იჯდნენ ციხეში და იხდიდნენ სასჯელს როგორც კრიმინალები. ამ ფონზე, სრულიად მიუღებელია ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა საქართველოში და მიუღებელია ორი მთავარი პოზიციიდან გამომდინარე  - პირველი არის ის, რომ თუ ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად უფრო მეტი ადამიანი სავარაუდოდ, გახდება ამ სენის მსხვერპლი. რაც შეეეხება მეორე საკითხს, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, რის გამოც მხარს გვიჭერენ და გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოყვეს რთული შედეგები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics