|
2018-10-15 16:42:37, 1784 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ოპოზიციას - თქვენგან განსხვავებით, ჩვენ არავის ნოტარიუსები არ გავხდებით
„თქვენი პარლამენტი იყავით მიხეილ სააკაშვილის ნოტარიუსები და ჩვენ არასდროს არავის ნოტარიუსები არ გავხდებით“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძეს, რომელმაც მმართველ გუნდს კითხვით მიმართა, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე უნდა მოახდინოს თუ არა რეაგირება საკანონმდებლო ორგანომ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამ საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლზე პასუხს მმართველი გუნდი აგებს. „პარლამენტის როლი იცით რა იქნება? რაც არ იყო თქვენი იმ 9-წლიანი რეჟიმის დროს - ნოტარიუსის როლი არ ექნება საქართველოს პარლამენტს, ამის გარანტიას გაძლევთ. თქვენი პარლამენტი იყავით მიხეილ სააკაშვილის ნოტარიუსები და ჩვენ არავის ნოტარიუსები არასდროს არ გავხდებით. თითოეულ დეტალთან დაკავშირებით კითხვაც კი რომ დარჩეს, ამ კითხვას მივყვებით ბოლომდე და ვიდრე არ გავარკვევთ სიმართლეს, მანამდე ვიქნებით მოწადინებულები, რომ ეს სიმართლე გაირკვეს. ამის საპარლამენტო კონტროლზე პასუხს ვაგებთ ჩვენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)