03:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 16:30:34, 1447 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე უმრავლესობას: პარლამენტის მუნდირის დაცვას აპირებთ? - 28 ოქტომბერს საზოგადოება მართლა გაგცემთ პასუხს

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი პარლამენტში უნდა მივიდნენ.

ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მან მმართველ გუნდს კითხვით მიმართა, ფიქრობენ თუ არა, რომ ჩანაწერების საქმეზე, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ფიგურირებს, პარლამენტმა მცირედი რეაგირება მაინც უნდა მოახდინოს.

„აქ ხართ შეკრებელი პარლამენტის ხელმძღვანელობა, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც საგამოძიებო კომისიაში იყავით. გუშინ რაც მოისმინეთ, პარლამენტის როლი რაიმე მაინც უნდა იყოს? თურმე გვყავს რაღაც შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც პრობლემებს აგვარებენ, ხალხს აწამებენ, მოწმეებისგან იღებენ ინფორმაციას. თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქმეები თურმე ასე ტიპის ჩვენებებით არის გამყარებული. თურმე, მირზა სუბელიანი წინასწარ შეთანხმებული განაჩენით ზის და იცის რამდენი ხანი იქნება და როდის გავა და უკმაყოფილოა კიდევ, რომ შეიძლება კიდევ რამე დაემუქროს. თურმე მთელი იერარქიაა ამაში ჩარეული შსს-სი და მთავარი პროკურატურის. საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო, მათ შორის ამ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად და თქვენ ამ დასკვნის წინააღმდეგი წახვედით. მაინტერესებს, რაიმე როლი უნდა ჰქონდეს პარლამენტს? ელემენტარული მაინც. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაინტერესებს პარლამენტის მუნდირის ღირსების დაცვას თუ აპირებენ? იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მირზა სუბელიანი ხომ არის ციხეში და ხომ დადგა სამართლიანი შედეგიო, ცოტა მაინც ხომ არ გრცხვენიათ ამ ყველაფრის შემდეგ. მესამე კითხვა მაქვს, უბრალოდ, ჩემთვის მაინტერესებს, როგორ ახსენებთ ამ კონტექსტში 9 წელს და სად ჩაჯდება 9 წელი? ალბათ ჩაჯდება, რადგან პასუხში 9 წელი, ფაშიზმი, იქნება აუცილებლად. თქვენ კითხვა არ გაგიჩნდათ რომ თურმე რასაც ვამბობდით, მართლა იყო ეირარქია ჩარეული, ბატონი შაყულაშვილი, ბედოიძე და სხვები, შეიძლება ეს მართალი იყოს? იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს რომ ვასრულებთ ფუნქციას, ოღონდ არავინ არ უნდა მოვიდეს და გაგვცეს პასუხი კითხვებზე? მართლა გაგცემთ პასუხს საზოგადოება 28 ოქტომბერს. აი აღდგომა და ხვალეო, ნახავთ კარგად“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სერგი კაპანაძემ.

 შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა.  ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics