|
2018-10-15 15:54:22, 1556 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენი პრინციპების შესაბამისად ვიმოქმედებთ
„ჩვენ არც მუქარის და არც შანტაჟის გვეშინია. ეს ადამიანი (მირზა სუბელიანი) დღეს იქ ზის, სადაც ზის, შესაბამისად, მომავალშიც გვექნება იგივე მიდგომა, თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად“, - ასე გამოეხმაურა პარლამეტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუადოდ მირზა სუბელიანის და „ქართული ოცნების“ წევრის საუბარია ასახული. კობახიძემ მორიგი „წარუმატებელი სპექტაკლი“ უწოდა გავრელებულ ჩანაწერებს და აღნიშნა, რომ კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები აუცილებლად დაისჯებიან. „ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა მეორე სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად დარულდება და რატომ? იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის გადაცდომა, იქ, სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი. თქვენ 9 წელს რაც შეეხება, იქ კომპრომატებითა და ფარული ჩანაწერებით კი არ შეიქმნა შთაბეჭდილება რეჟიმზე, შეიქმნა ფაქტებით და ფაქტი იყო ის, რომ 10 000-მა კაცმა აჩუქა სახელმწიფოს საკუთარი ქონება. ეს ფაქტი იყო. კონკრეტული ადამიანები აწამეთ, კონკრეტული დახოცეთ და ეს არის ფაშიზმი, ნაციზმი და ყველაფერი ამიტომ ამას ვერ გადაფარავთ ვერანაირად, ვერცერთი სპექტაკლით, რაც შეეხება კონკრეტულად მირზა სუბელიანის საკითხს, ჩვენ არც მუქარის გვეშინია, არც შანტაჟის გვეშინია და ეს ადამიანი დღეს იქ ზის, სადაც ზის, შესაბამისად, მომავალშიც ბუნებრივია გვექნება იგივე მიდგომა, მაგალითად, თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად, იმიტომ რომ არავის არ ეშინია მუქარის, რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რომელსაც იძიებდა საგამოძიებო კომისია, ჭეშმარიტება არის ისევ იგივე, რაც დადგინდა ჯერ პროკურატურის და რაც დადგინდა შემდეგ საგამოძიებო კომისიის მიერ, როგორც ვერ დაადგინა 100 პროცენტიანი სიზუსტით პროკურატურამ, თუ ვინ იყო სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი ის საქმეში, ასევე ვერ დაადგინა კომისიამ, ეს არის აქ მთავარი გარემოება. დანარჩენი ჩვენ გვაქვს ჩვენი როლი, თუ ვინმე რამეს დააშავებს, ამაზე გპირდებით, რომ პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)