|
2018-10-15 15:39:51, 1465 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ
ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მხარდამჭერებს. „აქ ინახება საქართველოს კულტურა და ბუნება. ორივესთან ასოცირდება ვაჟა-ფშაველა, იგი ტყუილად არ დაბადებულა ამ რეგიონში და თავისი პოეზიაც ამის სიმბოლოა, კულტურასა და ბუნებას იცავს. პრეზიდენტის ვალდებულებაც არის დაიცვას ქვეყნის კულტურა და გაიტანოს ის მის ფარგლებს გარეთ. ზოგჯერ გვგონია რომ კულტურა, იდენტობა გარკვეული საფრთხის ქვეშ არის გლობალიზაციის წინაშე, ზოგჯერ გვგონია, თუ ჩავიკეტებით თავს დავიცავთ, მაგრამ პირიქით, საზღვრებს გარეთ უნდა გავიტანოთ ჩვენი კულტურა, რითაც მას ახალ დანიშნულებას შევძენთ. თუ რა გზით უნდა გავიტანოთ ეს მე ვიცი და ამის კარგი მაგალითებიც გვაქვს, თუნდაც იუნესკოს მიერ დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობა. ბევრი კუთხით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ კულტურა, ფოლკლორი. ამ კუთხით ვახუშტი კოტეტიშვილი მახსენდება. მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი. საქართველოში პირველი ვიზიტისას სწორედ ვახუშტი კოტეტიშვილთან ვიყავი, საქართველოს სხვადასხვა მხარე მოვიარეთ. მაშინ პირველად ვეზიარე საქართველოს კულტურას, მანამდე ეს მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი. ძალიან დიდ ვალდებულებას ვგრძნობ საქართველოს კულტურის მიმართ და პრეზიდენტის რანგში ბევრის გაკეთება შეიძლება, არსებობს პრეზიდენტის ფონდი, რეგიონებიდანაც ბევრის გაკეთება შეიძლება, ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ", – მიმართა ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)