02:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 15:26:35, 1702 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დროს აღარ გვექნება ურთიერთობა ამ რაღაც ჩანაწერებთან

„დიდი იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დროს აღარ გვექნება ურთიერთობა ამ რაღაც ჩანაწერებთან“, – ამის შესახებ მმართველი პარტიის მეიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ჩანაწერების გავრცელებით სახელმწიფო საბჭოთა პერიოდს უბრუნდება. 

„მე ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდე სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში. როცა გაუთავებლად ვიღაცა დებს რაღაცა ჩანაწერს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და  ჩვენ აღარ ვიურთიერთებთ ამ რაღაცა ჩანაწერებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა.  ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics