23:00 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 14:01:21, 1952 ნახვა

საზოგადოება
რაში დახარჯავს განათლების სამინისტრო მომავალ წელს მილიარდზე მეტ ლარს - ბიუჯეტის პროექტი

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება.

პროექტის თანახმად, სამინისტრო 2019 წელს 1 მილიარდ 485 მილიონ ლარს მიიღებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში განათლების რეფორმა ერთ-ერთ პრიორიტეტადაა დასახელებული. პროექტში აღნიშნულია, რომ განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელდება. 

კერძოდ, თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის პროგრამა 22 მილიონ 500 ათასი ლარით დაფინანსდება, 20 მილიონ 120 ათასი ლარი საჯარო სკოლების პირველკლასელებისთვის ნეტბუქების შეძენაზე დაიხარჯება. სკოლამდელი და ზოგადი განათლება 738 მილიონ ლარზე მეტით იქნება დაფინანსებული. აქედან წარმატებული მოსწავლეების წახალისებისთვის ბიუჯეტის არსებულ პროექტში 730 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც შეეხება პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას ამ საკითხისთვის ჯამში 11 მილიონ 755 ათასი ლარია გამოყოფილი. უმაღლესი განათლების მიმართულებით, სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში 168 მილიონი ლარია გათვალისწინებული: გამოცდების ორგანიზება 11 მილიონ 900 ათასი ლარი; სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტებისა და ახალგაზრდების წახალისება 135 მილიონ 185 ათასი ლარი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა 65 მილიონ 470 ათასი ლარი. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას ეს სფერო 2019 წელს  48 მილიონ 690 ათასი  ლარით იქნება დაფინანსებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics