|
2018-10-15 11:14:04, 1152 ნახვა
რეგიონი
ქარელში რკინიგზის გადასასვლელზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა შემოსავლელ გზაზე გადაერთვება
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის” მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 09:00 საათიდან 17 ოქტომბრის 17:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე, ქარელში, სადგურ ქარელში დაცული სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან, სამუშაოების მიმდინარეობისას სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება. დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)