|
2018-10-15 08:41:40, 1090 ნახვა
საზოგადოება
დღეს წყალი და შუქი თბილისის 7 რაიონს არ ექნება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე ფარნავაზის გამზირის, ნოზაძის გამზირისა და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის აბონენტებს. 12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ იოსებიძის, ანა კალანდაძისა და შარტავას ქუჩებს. 12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება კოსტავასა და ბენდელიანის ქუჩებზე. 13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება გამსახურდიას II კვარტალსა და ხვიჩიას ქუჩას. ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირს, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, კაჭარავას, წერნაკის, ჰოლბრუკისა და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება წინანდლის ქუჩას. ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეუწყდებათ. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ შატბერიშვილის ხევისა და ჟვანიას ქუჩებს. გლდანის რაიონში, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მოსახლეობას ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება. სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III, X მიკრორაიონების, შუამთისა და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებზე. კრწანისის რაიონში, ათონელის, ორბელიანის, ხიდისთავისა და ხიდის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ რუსთავის გზატკეცილისა (ნაწილობრივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)