2018-10-14 13:16:32, 1779 ნახვა
საზოგადოება
ჩვენ გვჭირდება ასეთი დადებითი ემოციები - კალაძე ფეხბურთელებთან (ვიდეო)
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა , "დინამო არენაზე" ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში პირველი გოლი 31-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. მეორე ბურთი 84-ე წუთზე ისევ ყაზაიშვილმა გაიტანა, ხოლო გადამწყვეტი, მესამე გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა ჯანკავამ დამატებით წუთებზე გაიტანა.
მატჩის შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე ნაკრების წევრებს გაესაუბრა და გამარჯვება პირადად მიულოცა. "დიდი მადლობა. ვიცი, რომ ქართველი გულშემატკივარი გახარებულია დღევანდელი გამარჯვებით. ჩვენ გვჭირდება ასეთი დადებითი ემოციები", - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ,