09:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-13 18:00:06, 1196 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის

 „დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის" -ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ანბანის კოშკთან გამართულ „ევროპულ დღეებზე" განაცხადა.

 „ევროპის დღეები" ბათუმში ხალხმრავლობით იყო გამორჩეული. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი „ევროსოფელი" თორნიკე რიჟვაძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე „ევროპის დღეების" სტუმრებს მიესალმა, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ქვეყნისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ბათუმის ანბანის კოშკთან შეკრებილი უამრავი ადამიანი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ურყევი ნებისა, რასაც ჩვენი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა ჰქვია. 

ანბანის კოშკის ტერიტორიაზე ინფორმაციული და გასართობი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიებაზე თემატური სტენდები საქართველოში ევროკავშირის პროგრამებს ასახავდნენ და იმ შესაძლებლობებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

ევროპის დღეების წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა", რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს.

ღონისძიება საღამოს ღია ცის ქვეშ ნათია თოდუას და „ვაკის პარკის" კონცერტით დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics