|
2018-10-13 16:37:26, 1315 ნახვა
რეგიონი
შუახევში „შუახევობა 2018“ იმართება
შუახევის მუნიციპალიტეტში ყოველი წლის შემოდგომაზე ტრადიციული დღესასწაული „შუახევობა" იმართება. ღონისძიებას წელს ოფიციალურ სტუმრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის ქ. ინეგოლიდან (ჩვენებურები) მოწვეული სტუმრები, საპატიო შუახეველები, ყოფილი ხელმძღვანელი პირები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაბის ცენტრში ადმინისტრაციული ერთეულებმა წარმოადინეს ეთნოგრაფიული ნიმუშები, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციების ამსახველი კუთხეები. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით. „დღეს შუახევობის სახალხო დღესასწაული მივულოცე შუახეველებს, ჩვენი მაღალმთიანი აჭარის საამაყო ხალხს! შუახევში ბევრი წელი მაქვს გატარებული და კარგად ვიცნობ მათ სტუმართმოყვარრობას და სულისკვეთებას. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჩვენი მთა მთელი სიმდიდრით, ტრადიციებით, ფოლკლორით, სამზარეულოთ. განსაკუთრებით მახარებს, რომ ასეთ დღესასწაულებში ხანდაზმულებთან ერთად ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართულები. მინდა ვუსურვო მათ წარმატებები, შუახევობის დღესასწაულს კი უფრო მეტი სტუმარი, ადგილობრივებთან ერთად უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორების სტუმრობა“, - გნაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. შუახევობაზე ადგილობრივი ახალგაზრდებმა ფლეშმობი წარმოადგინეს. შუახევობა 2018-ის ფარგლებში გაიმართა საპატიო და კოლორიტი შუახეველებისა და ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარების დაჯილდოება. სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა" გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა, იგი პირველ ათწლეულში ,,სიმღერის დღესასწაულად" იწოდებოდა, მომდევნო წლებში ადგილობრივებმა ,,შუახევობა" სახალხო ზეიმად აქცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)