|
2015-06-10 10:38:31, 855 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ნავთობის ფასზე დამოკიდებულ ჩვენს ინვესტორ ქვეყნებში, საინვესტიციო მადა აღარაა ისეთი, როგორიც იყო
"ჩვენი ძირითადი ინვესტორი ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნავთობის ფასზზე. ამიტომ, საინვესტიციო მადა ასეთ ქვეყნებში აღარაა ისეთი, როგორიც იყო მაშინ, როცა ნავთობის ფასი მაღალი იყო",-. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პირველ კვარტლაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34%-ით შემცირების კომენტირებისას განუცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, სტატისტიკურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გასაგებად, კვარტლის კვარტალთან შედარება, ანალიტიკისთვის მნიშვნელოვანი არაა. "სტატისტიკურად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის კვარტლის კვარტალთან შედარება არ არის ინდიკატორი, ეს არ არის ანლიტიკისთვის მნიშვნელოვანი. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს მონაცემებში დინამიკა იქნება სხვანაირი, თუმცა ის, რომ იყოს ცვლილება, ეს გასაკვირი არაა, რადგან ჩვენი ძირითადი ინვესტორი ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნავთობის ფასზზე. ამიტომ, საინვესტიციო მადა ასეთ ქვეყნებში აღარაა ისეთი, როგორიც იყო მაშინ, როცა ნავთობის ფასი მაღალი იყო. ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას ინვესტიციებზე, ჩვენს გარშემო ყველა ქვეყანაში დევალვაციის ფაქტორი და ა.შ. ამიტომ, დაველოდოთ წლის ბოლოს, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა მოვიზიდოთ უფრო მეტი ინვესტიცია და დარწმუნებული ვარ, მაჩვენებლი წლის ბოლოს გაცილებით უფრო უკეთესი იქნება",-განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, დღეს კონკრეტული ციფრების შესახებ პროგნოზების გაკეთება რთულია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)