|
2018-10-12 14:38:52, 677 ნახვა
რეგიონი
მარნეულში ღვინის ფესტივალი გაიმართა
მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის ფესტივალი" აღინიშნა. სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. ფესტივალს სააგენტოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი დაესწრო, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის მულტიდისციპლინარული კვლევის პროექტი, რომლის ფარგლებში 2017 წელს გამოქვეყნდა მეცნიერული დასკვნა, რომ სწორედ აქ, საქართველოს ამ რეგიონში დაიწურა პირველად ღვინო, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ქართულ ღვინოს მსოფლიო მასშტაბით. დღევანდელი ღონისძიება კარგად ეწერება ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე-2018"-ის ფარგლებში და განსაკუთრებით იმ განწყობის ფონზე, რომელიც მიმდინარე შემოდგომას ახლავს წარმატებულად ჩატარებული რთველისა და გადამუშავებული ყურძნის რეკორდული რაოდენობის ფონზე", - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა. მან მადლობა გადაუხდა მარნეულის მუნიციპლიტეტის ხელმძღვანელობას ღვინის ფესტივალის ორგანიზებისა და ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის მხარდაჭერისთვის. ფესტივალის მსვლელობის დროს საწნახელში დაიწურა ყურძენი, სტუმრებმა თავი მოხადეს ქვევრს და დააგემოვნეს მასში მოთავსებული ღვინო, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა-პრეზენტაცია არქეოლოგიური მასალის ფოტოგამოფენა. ჩატარდა კონკურსი მეღვინეებს შორის, სადაც პროდუქცია შეაფასეს მოწვეულმა სომელიეებმა და გამარჯვებულს გადაეცათ სიმბოლური საჩუქარი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)