|
2015-06-10 09:21:09, 328 ნახვა
პოლიტიკა
ადეიშვილი: 7 ნოემბერს რიგ შემთხვევებში ძალის გადაჭარბებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი
2007 წლის 7 ნოემბერს რიგ შემთხვევებში ძალის გადაჭარბებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. როგორც ადეიშვილმა აღნიშნა, „ამ რიგ შემთხვევებთან დაკავშირებით, რეაგირებები მაშინაც და შემდეგაც იყო“. „არალეგიტიმურობას, ადგილი არ ჰქონია, იმიტომ, რომ საფუძველი ნამდვილად იყო. როდესაც საფრთხე ემუქრება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ბუნებრივია, სახელმწიფო ვალდებულია, რომ იმოქმედოს. რიგ შემთხვევაში ძალის გამოყენება გადაჭარბებული იყო და ამ რიგ შემთხვევებთან დაკავშირებით, მაშინაც და შემდეგაც იყო რეაგირებები“, - აღნიშნა ადეიშვილმა. მისივე თქმით, 2007 წლის ნომებრის აქციებზე ოლიგარქი ხელისუფლების გადაფორმებას ცდილობდა და სახელმწიფო ვალდებული იყო შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა. „ამ პერიოდის განმავლობაში, მიმდინარეობდა ერთი სერიოზული პროცესი, რასაც ქვია ოლიგარქის მიერ ხელისუფლების გადაფორმება და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებული იყო გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა. როდესაც კონსტიტუციურ წყობილებას ემუქრება საფრთხე, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ზომები და გაატაროს ყველა ის ნაბიჯი, რაც აუცილებელია დემოკრატიული წყობილების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ადეიშვილმა. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, ადეიშვილის თქმით, "ლეგიტიმურობის საკითხი არც ტელეკომპანია "იმედში" შესვლისას არ მდგარა, მაგრამ ძალის გადაჭარბებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი“. „ჩვენთვის, როგორც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, ძნელი იყო ასეთი ტიპის გამოწვევებისთვის გამკლავება, ბუნებრივია, ძალის გადაჭარბებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ის ზიანი, რაც მიადგა მაშინ ტელეკომპანია „იმედს“, ანაზღაურებული იყო სახელმწიფოსაგან. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს გარკვეული შეცდომები დაშვებული იყო“, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)