|
2018-10-11 16:21:44, 1572 ნახვა
კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი: ევროსაბჭო ე.წ. რუხ ზონებზე მონიტორინგის დაშვებას ითხოვს
„ევროსაბჭოს ტერიტორიაზე არის ქვეყნები, სადაც არ ხორციელდება მონიტორინგი და ევროსაბჭო ვერ ახდენს ზედამხედველობას ამ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ჩვენ შემთხვევაში, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, სადაც არ არსებობს არანაირი დაშვება არც ევროსაბჭოს მომხსენებლების და არც ადამიანის უფლებათა კომისრის", - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და საუბარი შედგა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე. „ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაშვება მოიპოვონ ამ ტერიტორიებზე და გაეცნონ ადგილზე ვითარებას, თუ რა პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პოლიტიკურად ეს ძალიან რთულია. რუსეთი მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალურად ამ ტერიტორიებზე სრული მონიტორინგი განახორციელონ. დღეს გაიმართება სხდომა და მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ გაკეთდება აქცენტი და შემუშავდება რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებების მიმართ, რათა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ევროსაბჭოს ჰქონდეს სრული დაშვება და მათ შეძლონ მუშაობა ამ რეგიონებში",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)