|
2018-10-11 11:29:34, 695 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა
ერთობლივი ფორუმების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, ჩუღურეთის, გლდანის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, ნაძალადევის და სამგორის შემდეგ დასაქმების ფორუმს კრწანისის რაიონმა უმასპინძლა. საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA”- ში კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA”-ს ჩართულობით თბილისის მასშტაბით მერვე დასაქმების ფორუმი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამჯერად დამსაქმებლებმა სხვადასხვა სფეროდან შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს, ფორუმზე 25-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი ვაკანსიით წარსდგა. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, საბანკო და სხვა სფეროდან. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისების და სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა მიაწოდა. კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ერთობლივად ორგანიზებული ფორუმის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ სასიკეთო შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. ფორუმის მასპინძელმა „საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA“-ის დირექტორმა ია ერაძემ დამსაქმებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობის საჭირებას შეეხო. მისი თქმით: „საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია, სამუშაოს მაძიებლების უკეთესი დასაქმებისათვის კომპანიებს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს“. დასაქმების ფორუმის შესახებ მოქალაქეები წინსწრებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებით იგენებენ. თავად ფორუმი, კი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ სხვადასხვა შეთავაზებას და უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ ერთ სივრცეში პოტენციურ დამსაქმებელთან. მიმდინარე წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 დასაქმების ფორუმი ჩატარდა.
(NS)
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)