06:52 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 16:58:07, 906 ნახვა

საზოგადოება
ლუქსემბურგში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე მინისტერიალი გაიმართა

ლუქსემბურგში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე მინისტერიალი გაიმართა.

მინისტერიალის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მინისტრებმა, მაღალი თანამდებობის პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვის, ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს. 

მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნული მიმართულებებით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ნინო თანდილაშვილმა ყურადღება საქართველოში პლასტიკის პარკების აკრძალვის საკითხზე, გარემოსდაცვითი შეფასების, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ბიომრავალფეროვნების და კლიმატის ცვლილების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ  ხაზი გაუსვა ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობას, როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.

ლუქსემბურგის დეკლარაციაში ქართული მხარის წინადადებების საფუძველზე ხაზგასმით აღინიშნა ატმოსფერული ჰაერის დაცვისთვის, მათ შორის, მონიტორინგის ქსელის გაძლიერებისთვის ფინანსური დახმარების აუცილებლობა.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics