|
2018-10-10 16:44:05, 979 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ რაგბის სერიები 2018 ერთ თვეში დაიწყება
თიბისი რაგბის სერიები 2018-ის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ესაა ტრადიცია, რომელსაც შარშან საქართველოს რაგბის კავშირმა და თი ბი სიმ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი. წელს ბორჯღალოსნები სერიის ფარგლებში სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. ამის შესახებ დღეს, თიბისიში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. გასვლაზე იტალიასთან 10 ნოემბერს, სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე ეთამაშება. სერიის საშინაო მატჩები 17 ნოემბერს, თბილისში თიბისი რაგბის სერიების პირელი საშინაო მატჩი გაიმართება, რომელშიც ბორჯღალოსნები სამოას უმასპინძლებენ, ხოლო 2018 წლის თიბისი რაგბის სერიების დამაგვირგვინებელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ტონგას 24 ნოემბერს შეხვდება. მეტოქეების შესახებ იტალიასთან მეოთხედ იტალიას ისტორიაში მეოთხედ, 15-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სტუმრად შევხვდებით. 1998-2003 წლებში გამართული მატჩები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. მეხუთედ სამოასთან 17 ნოემბერს საქართველოს სამოა მესამედ ეწვევა და ჩვენს გუნდთან მეხუთე მატჩს გამართავს. მეტოქეს აქამდე ორივე ჯერზე მოვუგეთ თბილისში და ფრედ ვეთამაშეთ სტუმრად, პირველი შეხვედრისას კი, 2003 წლის მსოფლიო თასზე, გამარჯვება მეტოქეს დარჩა. მეშვიდედ ტონგასთან 24 ნოემბერს კიდევ ერთ კუნძულელს, ტონგას ვეთამაშებით, რომელთანაც განვლილ წლებში უკვე 6 ტესტ-მატჩი მოგვიგროვდა. მას ჯერ თითქმის 20 წლის წინ, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში ვეთამაშეთ და გუნდებმა საშინაო მატჩები მოიგეს. პირველი სტუმრობისას გამარჯვება მეტოქეს დარჩა, 2015 წის მსოფლიო თასიდან დღემდე კი, ტონგას ზედიზედ სამი მარცხი ვაგემეთ.
(R)
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)