|
2018-10-10 16:19:34, 604 ნახვა
რეგიონი
შუახევში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შუახევის რესურსცენტრის სააქტო დარბაზში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ა. რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, ზაზა დავითაძე და სპმთპ-ის შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარაიძე ესწრებოდნენ.
სტუმრებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ბიბლიუსის ფასიანი წიგნის ვაუჩერით 3 წამყვანი პედაგოგი და პედაგოგები, რომლებიც წარმატებულები იყვნენ სასკოლო აქტივობებში, კონკურსებში, ოლიმპიადებში და წლის განმავლობაში დააგროვეს ყველაზე მეტი კრედიტ ქულა. მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შუახევის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)