|
2018-10-10 15:16:28, 720 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 100 წელს გადაცილებული 36 მოქალაქე ცხოვრობს
აჭარაში 100 წელი კიდევ ერთ მოქალაქეს შეუსრულდა. ფატი მანელიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას მკვიდრია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იგი პროფესიით პედაგოგია, საგანმანათლებლო საქმიანობას 50 წლის განმავლობაში ეწეოდა. ჰყავს ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ მიულოცეს. მინისტრმა მანელიშვილს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცა. „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წლის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 36 მოქალაქე ცხოვრებს. ყველა მათგანი ქალბატონია. მიმდინარე წელს 100 წელი 9 მოქალაქეს შეუსრულდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)