|
2018-10-10 13:56:44, 1415 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: გავიზარდე საფრანგერთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ ქართული ენა შევინარჩუნე
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულში, ბოლნისში და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. „მე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა დასრულდება ჩემი ექვს წლიანი მანდატი აქ ჩამოვალ და ქართულად გესაუბრებით, არა იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეთ განსხვავებული ენა. ყველა ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ არის დასაცავი და ყველა იქნება დაცული პრეზიდენტის მიერ. ვინ თუ არა მე უნდა ვიყო ენის და იდენტობის დამცველი. გავიზარდე საფრანგერთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა. ყველა, ვინც აქ არის ან აზერბაიუჯანული ან სომხური წარმოშობის ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავის შვილებს თავისი ენა ასწავლოს. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ყველანი ვართ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და გვინდა, რომ ამ სახელმწიფოში ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. მომავლის გზა არის სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა, რომელიც ყველა გზას ხსნის წარმატებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის, უცხოეთში და სრული ინტეგრაციისთვის. ინტეგრაცია ნიშნავს თანასწორობას, სრულ თანასწორობას. მე, სწორედ ეს ვისწავლე საფრანგეთში, თუმცა ქართული ენით, ტრადიციებით და ოჯახით გავიზარდე. ეს არის თანასწორობა, რომელსაც გთავაზობთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ბევრად მეტი, რომ ქართული ენა თქვენთვის იყოს ადვილი შესასწავლი და ადვილად ხელმისაწვდომი. მე, ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხს დაიცავს და მიხედავს. სწორედ ეს არის ის ბალანსი, თანასწორობა და ტოლერანტობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის მთავარი ძალა".- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.
(NS)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)