06:52 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 12:54:52, 1020 ნახვა

საზოგადოება
ზვიად აბაშიძე: ამ არჩევნებით საქართველო კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს

გარკვეული ხარვეზების და მწვავე დაპირისპირებების მიუხედავად, არჩევნები კონკურენტულ და ღია გარემოში მიმდინარეობს და საქართველო  დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზვიად აბაშიძემ  განაცხადა. 

მისი თქმით, ამას ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ISFED-ის  მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშიც, სადაც წინასაარჩევნო დარღვევებზეა საუბარი.

როგორც ზვიად აბაშიძემ განაცხადა, ანგარიშში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ სახეზეა არჩევნების მასობრივი გაყალბების რაიმე ტენდენცია.  

„ნიშანდობლივია ანგარიშში მოყვანილი ფაქტები- რომ წესების დამრღვევები საარჩევნო სუბიქტების ყველა მხარეა და პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც მმართველ გუნდზე, ისე ოპოზიციურ პარტიებზე. აღნიშნულია ასევე, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსთა მწვავე კრიტიკული გამოსვლები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ,  სამართლიან, კონკურენტულ გარემოს აზიანებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი განცხადებები ხშირად, ერთგვარი რეაქციაა მათ მიმართ გამოვლენილ  არაკორექტულ  კრიტიკაზე. ბუნებრივია, ხელისუფლების სათავეში მყოფ პოლიტიკოსებს გაცილებით მეტი თმენის ვალდებულება აქვთ, მაგრამ ქართული კულტურული კონტექსტი არ უნდა დავივიწყოთ, სადაც კრიტიკა, ხშირად ლანძღვა-გინებაში გადადის.  მწვავე პასუხები პირადი ღირსების საქმედ მიიჩნევა და არ წინდაწინ გამიზნულ რაიმე სტრატეგიად“.- განაცხადა ზვიად აბაშიძემ.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics