|
2018-10-09 17:58:44, 1258 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიას, მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, ძირითადი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიას, მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და მაკროეკონომიკური პარამეტრები, კომიტეტის წევრებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი დაფუძნებულია იმ პოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელსაც პარლამენტმა, მთავრობის დამტკიცებასთან ერთად, მხარი დაუჭირა. მინისტრის მოადგილემ მომავალი წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკურ ნაწილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ით განისაზღვრა, მშპ-ს დეფლატორის პროგნოზი კი 3.5%-ს შეადგენს. „2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მლრდ. ლარს შეადგენს, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზირებულია მისი 57.9 მლრდ. ლარამდე გაზრდა", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს - მომავალი წლისთვის იგი 12 729. 7 მლნ. ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის სახელმწიფო სახსრები შეადგენს 11 268 მლნ-ს, გრანტები - 96.5 მლნ. ხოლო კრედიტები - 1 365 მლნ. ლარს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროების და უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობებზეც ისაუბრა და კომიტეტს „ძალოვანი" უწყებების დაფინანსებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ბიუჯეტის პირვანდელ პროექტში უწყებების დაფინასება შემდეგნაირად გადანაწილდა: · სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 123 მლნ. ლარი · თავდაცვის სამინისტრო - 790 მლნ. ლარი (იგეგმება მისი დამატებით 70 მლნ-ით გაზრდა). · შინაგან საქმეთა სამინისტრო - 643 მლნ. ლარი. · დაზვერვის სამსახური - 13.5 მლნ. ლარი. · სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 55.5 მლნ. ლარი. · ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური - 6.3 მლნ. ლარი. ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ასიგნებებთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა, სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ მთელ რიგ მიმართულებებთან და პროგრამებთან საბიუჯეტო თანხები გაზრდილია, თუმცა რეფორმების გაგრძელების, ახალი მიდგომების დანერგვის და ხელფასების მატების თვალსაზრისით, მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფის საჭიროებები არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, სამართლიან მიდგომას წარმოადგენს უმცროსი რანგის ოფიცრებისთვის ხელფასების მომატების მოთხოვნა, რათა სახელმწიფო სამსახურებიდან არ მოხდეს კადრების გადინება. კომიტეტის თავმჯდომარე ხელფასების მატებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას მიესალმა და ანალოგიური მიდგომის გათვალისწინება სხვა სამსახურების მიმართაც მოითხოვა. „კომიტეტს ვთავაზობ ცალკეულ უწყებებთან, სამუშაო ფორმატში, შეხვედრების გამართვას, სადაც არა მხოლოდ ფინანსურ საკითხებზე ვისაუბრებთ, არამედ მიმოვიხილავთ თუ რას ვაპირებთ და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ. აღნიშნული ინფორმაციის დეტალური გაცნობა საშუალებას მოგვცემს, რომ ფინანსთა სამინისტროს მივმართოთ კონკრეტული პროგრამების და მიმართულებების დაფინანსების მოთხოვნით. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და ერთი კვირის ვადაში, მინიმუმ სამ უწყებას, სამუშაო რეჟიმში შევხვდეთ, რათა მათი გამოწვევები და საჭიროებები კიდევ უფრო ნათლად იქნეს დანახული", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანს „ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის" ქართულ კანონმდებლობაში სრული ადაპტირება წარმოადგენს. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)