|
2015-01-20 23:51:06, 2491 ნახვა
პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კლასიკური ტერორისტული აქტია
"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კლასიკური ტერირისტული აქტია" - ამის შესახებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ტელერადიოკომპანია "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც თარხან-მოურავმა განაცხადა, აღნიშნული ტერაქტი იმიტომ გაბედეს, რომ ხელისუფლება ორი წლის განმავლოაში ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგებოდა. "ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმი, დიდი ბრძოლის შედეგად დაამხო. ქართველმა ხალხმა ახალი ხელისუფლება მოიყვანა, იმ დაკვეთით, რომ ისინი აღადგენდნენ უპირველეს ყოვლისა სამართლიანობას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ აღსრულდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დამნაშავეები, რომლებიც ხელისუფლებამ არ დასაჯა, საზოგადოებას აქეთ ემუქრებოდნენ, შედეგად კი დღეს სახეზეა ტერორისტული აქტი, მოკლეს ის კაცი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის. -განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის აზრით, 2 წელი საკმარისზე მეტი დრო იყო იმისათვის, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ხელისუფლებას გაეხსნა. მისივე პოზიციით ის რომ ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნა არის ხელისუფლების უუნარობა. "ჩვენი ხელისუფლება სათანადო ზნეობრივ სიმაღლეზე არ აღმოჩნდა, რომ სწორად გაეაზრებინა, რას ნიშნავს სამართლიანობის აღადგენის მოთხოვნა. როცა არ დგახარ ამ ზნეობრივ სიმაღლეზე, არ გესმის, რა სტკივა შენს ხალხს. არ სჯი დამნაშავეებს და ამით ბოროტების წახალისებას ახდენ. ზურაბ ვაზაგაშვილი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ჩვენი ერთგული თანამებრძოლი იყო, ის 2 წლის მანძილზე ითხოვდა დამნაშავეების დასჯას. ის შეეწირა სამართალიანობის აღდგენის იდეას, საქმეს, რაც უზომოდ დასაფასებელია."-აღნიშნა თარხან-მოურავმა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)