01:03 - 22 Oct, 2026
|
2018-10-09 12:57:52, 3280 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა გატაცებული მაია ოთინაშვილი გაათავისუფლა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოთინაშვილი ქართულ მხარეს გადასცეს. მის გარდა ცხინვალის იზოლატორი, მანამდე გატაცებულმა სოფელ კირბალის მკვიდრმა აკაკი დოთიაშვილმაც, დატოვა. ორივე მოქალაქე ქართულ მხარეს ერგნეთში გადმოეცემა. მაია ოთანაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1-წლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დოთიაშვილს ჯარიმის გადახდა დააკისრა. შეგახსენებთ, რომ მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთიდან რუსმა ოკუპანტებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს. მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)